ვიღაცა დაინტერესებულია, ამ სკანდალური თემით ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობები შეიბღალოს - ვოლსკი
სახდეპის განცხადების შემდეგ, "ოცნების" წევრი გია ვოლსკი 3 ვარიანტზე ალაპარაკდა და ამბობს, რომ მესამე ყველაზე კოსნპირაციული ვარიანტის მიხედვით, ვიღაცა დაინტერესებულია, რომ სკანდალური თემის მიზანი, რომ შტატები მესამე პრეზიდენტის ლობირებაშია ჩართულა, ამერიკასა და საქართველოს შორის ურთიერთობების შებღალვაა.
"პირველი ვარიანტი, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს საელჩო და ვფიქრობ ეს სწორი პოლიტიკური დამოკიდებულებაა, რომ აქ არ მომხდარა, მეორე ვარიანტი არის ის, რომ ეს ადამიანი იქნა მოხსენიებული თაღლითური მიზნების გათვალისწინებით ანუ ლობისტებმა ამაზე ფული გააკეთეს, როგორც ბინძურად იტყვიან და არსებობს მესამე უფრო სერიოზული კონსპირაციული ვარიანტი, რომ ვიღაცა დაინტერესებულია, რომ ამერიკასა და საქართველოს შორის ეს ურთიერთობები შეიბღალოს აი ამ საკმაოდ სკანდალური თემით, წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არ მიიღება" - ამბობს გია ვოლსკი.
"ქართული ოცნების" მიერ სააკშვილის ლობირებაში ბრალდებული ბაიდენის ადმინიტრაციის პასუხი მმართველ გუნდს - წერილობითი განცხადების შემდეგ, თეთრ სახლში ოცნების ხელისუფლების დეზინფორამციას უკვე საგანგებო ბრიფინგზეც პასუხობენ.
სახელმწიფო დეპრტამენტის პრეს სპიკერი ქართულ ოცნებას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შტატები მესამე პრეიზიდენტის ლობირებაში არსადროს ჩართულა, მითუმეტეს თანხის სანაცვლოდ.