დარწმუნებული ვარ, "ოცნების" თავდასხმას აშშ-ს ელჩზე, მოსკოვი მიესალმება - სამადაშვილი

27.07.23 14:27
დარწმუნებული ვარ, "ოცნების" თავდასხმას აშშ-ს ელჩზე, მოსკოვი მიესალმება - სამადაშვილი

დარწმუნებული ვარ, "ოცნების" თავდასხმას აშშ-ს ელჩზე, მოსკოვი მიესალმება - ამის შესახებ "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

სამადაშვილის თქმით, მმართველი გუნდს კრემლიდან დავალება აქვს მიღებული, რომ სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობები გააფუჭოს და სწორედ ამას ემსახურება კელი დეგნანზე თავდასხმაც.

"მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნების ურთიერთობაში და ეს არის ერთადერთი დადასტურება იმისა, რომ ხელისუფლება, რომელმაც ფაქტობრივად სრული რუსული გავლენის ქვეშ მოაქცია ქვეყანა ეკონომიკურად, რომელმაც კარი გაუხსნა რუსეთის მოქალაქეებს და ფაქტობრივად დემოგრაფიული გენოციდით არის დაკავებული ჩვენს ქვეყანაში და საქართველო ქართველების გარეშე არის ამ ხელისუფლების რეალური დავალება რუსეთიდან, რომელსაც ასრულებს, მისი მეორე დავალება ეს არის სტრატეგიულ მოკავშირეებთან ურთიერთობების გაფუჭება და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩზე თავდასხმაც, არის ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, რომელსაც დარწმუნებული ვარ მოსკოვი მიესალმება" - ამბობს სალომე სამადაშვილი.

კელი დეგნანის გუნდი შეშფოთებულია იმ რიტორიკით, რომელიც თბილისიდან ესმით. ცრუ და უპასუხისგმებლო - ასე ახასიათებს დეგნანის უწყება ოცნების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლულ ბრალდებებს, რომ თითქოს საელჩო მონაწილოებას სააკაშვილის ლობირებაში იღებს ან მისი ლობისტების დამხმარე ძალა. 

ამერიკის საელჩო გმობს ამ განცხადებების ტირაჟირებას მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდანაც. 

საელჩოს განცხადებას სახდეპის განცხადებაც მოჰყვა.  წერილობითი განცხადების შემდეგ, თეთრ სახლში ოცნების ხელისუფლების დეზინფორამციას უკვე საგანგებო ბრიფინგზეც პასუხობენ.

სახელმწიფო დეპრტამენტის პრეს სპიკერი  ქართულ ოცნებას სიცრუეში ადანაშაულებს და ამბობს, რომ შტატები მესამე პრეიზიდენტის ლობირებაში არსადროს ჩართულა, მითუმეტეს თანხის სანაცვლოდ. 

მსგავსი სიახლეები