ბარამიძის სატელევიზიო აღსარება - ხაბეიშვილი, მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გაექცა

27.07.23 15:03
ბარამიძის სატელევიზიო აღსარება - ხაბეიშვილი, მერაბიშვილთან და კეზერაშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას გაექცა

არაფორმალური მმართველები "ნაცმოძრაობაში" - გიორგი ბარამიძის აღიარებამ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დიდი დაბენულობა გამოიწვია. რა გავლენებით სარგებლობენ დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი ენმ-ში? - პარტიაში კითხვებმა ახლი მენეჯმენტი უხერხულ მდგომაროებაში ჩააყენა.  

ლევან ხაბეიშვლი კითხვებს მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით საერთოდ გაექცა.

ლიდერების ნაწილი კი თავის მართლების რეჟიმში აღმოჩნდა. არაფრომალურ გავლენებს ვერ უარყოფენ, თუმცა თან ირწმუნებიან, რომ არც მერაბიშვილი და არც კეზერაშვილი პარტიაში გადაწყვეტილებებს არ იღებენ.

რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა.  აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.

 

 

 

მსგავსი სიახლეები