კეზერაშვილი ჩვენ არ გვეხმარება... ბარამიძეს ვერ დავეთანხმები ყველაფერში - დავით კირკიტაძე
გიორგი ბარამიძის აღიარებამ ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში დიდი დაბენულობა გამოიწვია - დავით კირკიტაძე ამბობს, რომ დავით კეზერაშვილი ნაციონალურ მოძრაობას ფინანსურად არ ეხმარება.
"პატივს ვცემ ბატონი გიას მოსაზრებებს, თუმცა ნამდვილად ვერ დავეთანხმები ყველაფერში, რაც მან თქვა. მე მიმაჩნია და მგონია, რომ დღეს ერთობას, ერთობლივ ძალისხმევას რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ალტერნატივა არ აქვს. ჩვენ არ გვეხმარება, ეხმარება კრიტიკულ მედიას და ეს არის უდიდესი დახმარება ჩვენი, კრიტიკული მედიის დახმარება ნიშნავს დღეს ყველა იმ ადამიანის დახმარებას, რომელიც წინააღმდეგია რუსული რეჟიმის" - ამბობს დავით კირკიტაძე.
რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა. აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.