არანაირი არაფორმალური მმართველობა ჩვენთან არ არის - ცისკარიშვილი

27.07.23 15:32
არანაირი არაფორმალური მმართველობა ჩვენთან არ არის - ცისკარიშვილი

ენმ-ს ლიდერი პეტრე ცისკარიშვილი ამბობს, რომ პარტიაში არანაირი არაფორმალური მმართველობა არ არის.

ცისკარიშვილი ამბობს, რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი ურბალოდ მისი მეგორები არიან. 

"არანაირი არაფორმალური მმართველობა ჩვენთან არ არის, ვანოც ჩემი მეგობარია, დათოც ჩემი მეგობარია. 20 წელზე მეტია ერთად მოვდივართ ხან ოპოზიციაში ვიყავით, შემდეგ ხელისუფლებაში, ახლა ისევ ამ რუსულ მახინჯ რეჟიმს ვებრძვით ერთად, არაფორმალურ ჩრდილოვან მმართველობას რაც შეეხება ეს არის ბიძინა ივანიშვილთან, ქართულ ოცნებაში და ამ რეჟიმის პირობებში" - ამბობს პეტრე ცისკარიშვილი. 

რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა.  აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.

მსგავსი სიახლეები