ბარამიძე, რანაირად უნდა დარჩე ბიჭო იმ პარტიაში, რაც შენ თავს ლაფი გადაისხი - ზარქუა
"ოცნების" წევრი ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ ნაციონალური მოძრაობა უპრინციპოების, უთავმოყვარეების, მორალისგან დაცლილი საზოგადოების თავშეყრის ადგილია.
ზარქუა, გიორგი ბარამიძეს, ტვ პირველზე გაკეტებული ხმაურიანი განცხადებების შემდეგ ურჩევს რომ პარტია დატოვოს. ანალოგიური რჩევა აქვს ნიკა მელიასთანაც.
"დოლია ვარავსკაია რაც არის ამ პარტიაში, ის მოპარული ფულები როგორც ნაწილდება, რომ თვითონაც წამოიღოს ამ პარტიაში, რომ რაღაც ერთი კიდევ თავისი ნაჭერი ამ მოპარული ფულისგან მიიღოს და რატომ წავა? ამის საფუძველიც არ აქვთ რომ გარიცხონ, გააგდონ. უპრინციპოების, უთავმოყვარეობის, მორალისგან დაცლილი საზოგადოების თავშეყრის ადგილია. ბარამიძე, რანაირად უნდა დარჩე ბიჭო იმ პარტიაში, რაც შენ იწუწუნე, რაც შენ თავს ლაფი გადაისხი ამ ჟვანიას შემდეგ, რაც შენ გააკეთე მაინც არსად მიგიღეს, არც საკრებულოში, არც პარლამენტში, მაინც იქ ხარ ბიჭო, რა თავმოყვარე, რა ღირებულების კაცი ხარ გამაგებინე ერთი შენ და იგივე არის მელია. წადი რა, ჩამოგაგდო ხაბემ ხომ, არ აქვს მნიშვნელობა, გადი გვერდზე, რას ეწუწუნები, რაც ემათხოვრები" - ამბობს ირაკლი ზარქუა.
რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა. აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.