ენმ-ს ხელმძღვანელები და თავმჯდომარეები დღეს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტია - კალაძე
ენმ-ს ხელმძღვანელები და თავმჯდომარეები დღეს კეზერაშვილ-მერაბიშვილის დუეტია - ამის შესახებ "ოცნების" ლიდერმა და თბილის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
"ჯერ კიდევ, რიდესაც ხაბეიშვილი მოიაზრებოდა პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ, როდესაც გადაწყვეტილი ჰქონდათ მელიას გაწევა, რა თქმა უნდა აქ მთავარი ფიგურანტები იყო მერაბიშვილი კეზერაშვილის დუეტი, ოღონდ ხაბეიშვილი მათ ჰყავდათ ფიგურად, რომელსაც წარმოაჩენდნენ თავმჯდომარედ, რეალურად პარტიის ხელმძღვანელები, თავმჯდომარეები დღეს კეზერაშვილი მერაბიშვილის დუეტია" - ამბობს კახა კალაძე.
რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა. აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.