აღიარებითი ჩვენებების კასკადი გვაქვს, რომ ოპოზიციაში არაფორმალური მმართველობაც არის და ოლიგარქებიც - მაჭარაშვილი
აღიარებითი ჩვენებების კასკადი გვაქვს, რომ ოპოზიციაში არაფორმალური მმართველობაც არის და ოლიგარქებიც - ასე ეხმაურება გიორგი ბარამიძის სატალევიზიო აღსარებას "ხალხის ძალის" ლიდერი გურამ მაჭარაშვილი.
მაჭარაშვილი ამბობს, რომ ბარამძე როცა გაბრაზდება, მაშინ ამბობს ხოლმე სიმართლეს.
"სხვათაშორის, ბარამიძე რომ გაბრაზდება, მაშინ ამბობს ხოლმე რეალურად რაც არის და ამ შემთხვევაშიც იგივე თქვა, რაც რეალურად ჩვენ არაერთხელ გვითხრა, რომ არაფორმალური მმართველობა ისეთ უნდა ნაც მოძრაობაშია რომ არის და ოლიგარქები ისეთი უნდა ნაც მოძრაობაში რომ არის. ბევრმა სხვა პარტიამ ოპოზიციაში აღიარა ეს, ანუ აღიარებითი ჩვენებები გვაქვს მთელი კასკადი, რომ რადიკალურ ოპოზიციაში არაფორმალური მმართველობაც არის, ოლიგარქებიც არიან, ფულსაც ვერ იყოფენ, მაგრამ უნდა ძალაუფლებაში მოსვლა." - ამბობს გურამ მაჭარაშვილი.
რა გავლენებით სარგებლობენ ნაცმოძრაობაში ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი - დასტურდება ის, რაზეც ნიკა მელია თვეების განმავლობაში საუბრობდა. აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.