ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით - რა გაიგო "ოცნებამ"
ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნის განცხადებას არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით "ქართული ოცნება" არ იმჩნევს. ჯიმ ო ბარიანის სკანდალური გამოსვლიდან ოცნებამ მხოლოდ ის გაიგო, რაც თავად აწყობდა.
დღეს ოცნების ლიდერები თავს იქებდნენ, ამბობდნენ, რომ ამერიკა მათი მუშაობით კმაყოფილია და რომ რუსეთს საქართველოში გვერდის ავლის საშუალება არ აქვს.
თანამშრომლობის ის პერიმეტრები, რომლებიც ქვეყანას გააჩნია, აბსოლუტურად მისაღებია და მაღალი დონის სტანდარტს შეესაბამება, ასე თქვა ო ბრაიანმა სენატში და ამხელა ტრაგედია ამ განცხადებების გამო შეიქმნა მედიასაშუალებებში, აღარ იციან ახლა როგორ მიხედონ ამ საკითხს და როგორ ჩამოაცვან რაღაცა, გადააფარონ რაღაც ფარდა. ო ბრაიანმა თქვა, რომ სისტემა მუშაობს მაღალ დონეზე, არანაირი რესურსი არ გააჩნია რუსეთს, რომ სანქციების გვერდის ავლით გამოიყენოს საქართველო" - ამბობს გია ვოლსკი.