ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი

27.07.23 16:32
 ვგმობ და ვაპროტესტებ სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას - პრეზიდენტი

სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებით ეხმიანება - სალომე ზურაბიშვილი ფაქტს გმობს და  საერთაშორისო საზოგადოებისგან კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას ელოდება

"კატეგორიულად ვგმობ და ვაპროტესტებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის გადაწყვეტილებას სტრატეგიული ობიექტის - სოხუმის აეროპორტის რუსეთისთვის გადაცემის შესახებ.

ეს არის რუსეთის უკანონო ქმედება, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების კატეგორიულ და მტკიცე რეაქციას მოითხოვს!" წერს ზურაბიშვილი

ცნობისთვის, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პარლამენტმა სოხუმის აეროპორტში აქტივობების გაგრძელებაზე რუსულ-აფხაზური შეთანხმების "რატიფიცირება" მოახდინა. 

მსგავსი სიახლეები