"თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, რუსეთი ოკუპანტი არაა" - კრუიზით ჩამოსული რუსები
საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, ბათუმის პორტშიია. რუსი ტურისტები, რომლებიც ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებასა და სამზარეულოს გაცნობას სთავაზობენ, ამბიბენ რომ მათი ქვეყანა ოკუპანტი არ არის და მეტიც, ამტკიცებენ, რომ "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.
თქვენთან ძალიან ლამაზი ბუნებაა, ბოტანიკური ბაღი არაჩვეულებრივია, მის სანახავად მივდივართ. ოკუპაციის შესახებ არ ვიცით, თქვენ ჩვენი რაღაც რესპუბლიკა იყავით, საკავშირო და არა ოკუპირებული, რუსეთი ოკუპანტი არაა, ჩვენ რა, თქვენი ოკუპაცია მოვახდინეთ? ჩვენ გეხმარებოდით, აფხაზეთი თქვენგან გავათავისუფლეთ. ისინი დახმარებას გვთხოვდნენ, თქვენ ხომ ტანკებით წახვედით იქ. მე ვიყავი აფხაზეთში და ვნახე სახლები, ყველას ფანჯრები ჰქონდა ჩამტვრეული, თქვენგან იყო დანგრეული, რუსეთი აფხაზეთს დაეხმარა თქვენგან გათავისუფლებაში" - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
შეგახსენებთ, საკრუიზო ლაინერი "ასტორია გრანდე" ბათუმის პორტშია. ლაინერი სოჭიდან დილის 05:00 საათზე შემოვიდა.