შიდა წნეხის მიუხედავად, სისტემაში განსხვავებული აზრი არსებობს - ჯანეზაშვილი მოსამართლეების აშშ-ში ვიზიტზე

27.07.23 17:20
შიდა წნეხის მიუხედავად, სისტემაში განსხვავებული აზრი არსებობს - ჯანეზაშვილი მოსამართლეების აშშ-ში ვიზიტზე

"სასამართლოს გუშაგის" თავმჯდომარე მიესალმება ქართველი მოსამართლეების გადაწყვეტილებას, რომლებიც პოლიტიკური გავლენებისა და წნეხის მიუხედავად დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას მაინც იღებენ და აშშ-ში მიემგზავრებიან. 

ნაზი ჯანეზაშვილი ამბობს, რომ სისტემაში განსხვავებული აზრი არსებობს: 

მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეებმა შეძლონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღება, თუ როგორ განავითარებენ ისინი პროფესიულ ცოდნას, როდესაც პოლიტიკური გავლენების მოწოდებების, შიდა წნეხის მიუხედავად ისინი, მაინც იღებენ დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას და ასეთ აქტივობებში ერთვებიან, ეს ნიშნავს იმას, რომ სისტემაში განსხვავებული აზრი არსებობს" - ამბობს ნაზი ჯანეზაშვილი.

მოსმართლეები, ვინც კლანის რიტორიკას არ იზირებენ, ამერიკაში იმყოფებოდნენ. სააპელაციო და საქალაქო სასამამართლოს მოსამართლეები ყოველწლიურ კონფერენციაზე ქალაქ ბალტიმორში იმყოფებოდნენ.  ქართველმა მოსამართლეებმა ამერიკელი კოლეგების გამოცდილება  სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერების გამოყენების შესახებ გამოიყენეს. 

მსგავსი სიახლეები