არაფორმალურ მმართველობაში დადანაშაულებული მერაბიშივლი "პირველების" კითხვებს ემალება
არაფორმალურ მმართველოაბაში დადანაშაულებული მერაბიშივლი გაუჩინარებულია - შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი "ტვ პირველის" კითხვებს ემალება, არც სატელეფო ზარებს პასუხობს და არც საცხოვრებელ მისამართზე იმყოფება. არადა მერაბიშვილთან გიორგი ბარამიძის აღიარების შედმგ კითხვები ბევრია.
აღიარებითი ჩვენება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან.