ენმ უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს დაემსგავსა - ბოკერია

27.07.23 17:41
ენმ უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს დაემსგავსა - ბოკერია

ენმ უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს დაემსგავსა - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა.

ბოკერიას თქმით, ნაციონალური მოძრაობა ივანიშვილის პროპაგანდისთვის ყველაზე დიდი საჩუქარია და ამბობს, რომ გიორგი ბარამიძის სატელევიზიო აღსარებიდან ახალი არაფერი გაუგია. 

ახალი არაფერი გაგვიგია. თუმცა კიდევ ერთი დადასტურება, შემახსენებელი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, ვისაც სურს პუტინისტური რეჟიმის დამარცხება და შემდეგ რაც მთავარია რეალური ცვლილებები, რომ სანამ „ნაციონალურ მოძრაობა”, როგორიც ის დღესაა, არის დღეს ლიდერი ოპოზიციის, შიგნით, ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარია ივანიშვილის პროპაგანდისთვის.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ყველაზე უფრო სასურველი ოპონენტი, იმის გამო, თუ რასაც დაემსგავსა ეს პოლიტიკური ძალა - „უპრინციპო, უღირებულებო, უგონო, დიდ პოლიტიკურ ზომბს“.- ამბობს ბოკერია.

აღიარებითი განცხადება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან. 

მსგავსი სიახლეები