მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა განიზრახეს მთლიანად ხელში ჩაიგდონ "ნაციონალური მოძრაობა" - მაია კალანდია

27.07.23 17:54
მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა განიზრახეს მთლიანად ხელში ჩაიგდონ "ნაციონალური მოძრაობა" - მაია კალანდია

მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა განიზრახეს მთლიანად ხელში ჩაიგდონ "ნაციონალური მოძრაობა" - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა მაია კალანდიამ განაცხადა.

კალანდიამ ასევე ზაზა გოროზიაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ის ყოველთვის იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. 

მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა განიზრახეს, რომ მთლიანად ხელში ჩაიგდონ ნაციონალური მოძრაობა და ეს არის ძალიან ცუდი იმ შედეგით, რომელიც დაიწყო ნაციონალურ მოძრაობაში არადროულად - თავმჯდომარის არჩევნები და რომელიც გრძელდება დღეს, ის, რასაც ვუყურებ, ერთმანეთს ვჭამთ ცოცხლად. გავლენები იყო, მაგრამ მერაბიშვილმა-კეზერაშვილმა განიზრახეს მთლიანად თავიდან-ბოლომდე მართონ ეს მოძრაობა. რაც შეეხება ზაზა გოროზიას, 2016 წლიდან, რაც მე შემოვუერთდი ნაციონალურ მოძრაობას და იქამდე ჩემი გუბერნატორი იყო, მუდმივად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში" - ამბობს მაია კალანდია.

აღიარებითი განცხადება გია ბარამიძემ "ტვ პირველის" ეთერში გააკეთა. ნაცმოძრაობის ლიდერი არ მალავს, რომ ყველაზე დიდ ოპოზიცურ პარტიაში კეზერაშვილი და მერაბიშვილი გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან და პარტიულ საქმიანობაშიც ჩართულები არიან. 

 

 

მსგავსი სიახლეები