დუმს ხელისუფლება, მოქმედებს ხალხი - რუსეთის 850 მოქალაქეს ბათუმიდან პროტესტით აცილებენ
რუსეთის 850 მოქალაქეს ამ წუთებში ბათუმიდან პროტესტით აცილებე - როდესაც დუმს ხელისუფლება, მოქმედებას იწყებს ხალხი.
ამ წუთებში ბათუმის პორტში, სადაც საკრუიზო გემია გაჩერებული საპროტესტო აქცია იმარტთება. ქუჩაში გამოვიდნენ სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.
მოვლენათა ეპიცენტრში პოლიციის უპრეცედენტო მობილიზებაა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები რუსებს საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ თან აქვთ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს".
დღეს აჭარაში სოჭიდან საკრუიზო გემით ჩამოსული რუსეთის მოქალაქეების გამაოგნებელი განცხადებები ისმოდა.
"აფხაზეთი ქართველებისგან გავათავისუფლეთ," "თქვენ ჩვენი სახელმწიფო იყავით", "რუსეთს საქართველო ოკუპირებული არ აქვს" - ამ ფრაზების ავტორები ვახტანგ გომელაურის პოლიციამ ბათუმშიც უპრობლემოდ შემოუშვა, და შემდეგ გასტრონომიულ ტურზეც წაიყვანა. ხელისუფლებამ დღეს ქართველების გენოციდის მხარდამჭერებს აჭარაში სეირნობის ნებაც კი დართო.
პროტესტის ეპიცენტრია საქართველოს დედაქალაქი - რუსთაველის გამზირზე რუსეთის დროშა დაწვეს.