სისტემა მსხვერპლის წინააღმდეგ - როგორ ძალადობს გომელაურის უწყება 78 წლის ქალზე
ძალადობა 78 წლის პენსიონერზე - პოლიციელების და მოქალაქეების ჩხუბის ამსახველი ვიდეომასალა საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა. კადრებში ჩანს, როგორ ძალადობს პოლიცია პენსიონერზე, რომელიც საკუთარ შვილიშვილებს იცავდა. მასალა არ არის სრული , თუმცა საგამოძიებო უწყების დამონტაჟებული ვერსიიდანაც კი ჩანს, რომ პოლიციამ პენსიონერის წინააღმდეგ არაპროპორციული ძალა გამოიყენა.
კადრების კიდევ ერთი ნაწილი ადასტურებს, რომ ლაშა ჟღენტი პოლიციელების მოთხოვნებს ემორჩილება, აჩვენებს მათ საბუთებს და აძლევს ჩხრეკის უფლებას. ის პოლიციას ეწინააღმდეგება მხოლოდ მას შემდეგ რაც სამართალდამცველები მისი ტრუსის შემოწმებას იწყებენ. პროტესტის შემდეგ ახალგაზრდას მყისიერად აკავებენ.