აღიარებული არაფორმალური მმართველობა - გიორგი ბარამიძემ ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტი ამხილა

27.07.23 20:34
აღიარებული არაფორმალური მმართველობა - გიორგი ბარამიძემ ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტი ამხილა

გიორგი ბარამიძემ ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტს ცივი წყალი გადაასხა.  თვეობით ნაშენები  სტრატეგია არაფორმალური მმართველობის   საიდუმლოების შესახებ ბარამიძემ ერთი სატელევიზიო აღიარებით ჩამოანგრია. ენმ-ის ლიდერმა პირდაპირ თქვა,რომ კეზერაშვილი და მერაბიშვილი პარტიასაც აფინანსებენ და გადაწყვეტილებებსაც იღებენ. 

 თანამებრძოლის მიერ  მხილება  სრული შოკი იყო პარტიის ლიდერებისთვის. ხაბეიშვილი დღეს მედიასთან კომენტარზე საერთოდ არ დადგა.ვინც განცხადება გააკეთა, დაბნეულობა აშკარად ეტყობოდა.ნაწილი თავს იმართლებდა, ნაწილი კი ბარამიძის განცხადების შინაარსის  განსხვავებულ ვერსიას გვთავაზობდა. 

მსგავსი სიახლეები