ბაიდენის გუნდის გაფრთხილება "ოცნებას"
სახელმწიფო დეპარტამენტის გაფრთხილებამ "ოცნების" ლიდერებისთვის არაფერი შეცვალა. თავდასხმა ელჩზე დღეს ირაკლი ზარქუამ გააგრძელა, რომელმაც კელი დეგნანს "ცრუ და უპასუხისმგებლო" დიპლომატი ეძახა. შტატებში კი მოთმინების ფიალა აევსოთ. მკაცრი შინაარსის წერილს მოჰყვა ბრიფინგი სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც "ოცნების" ბრალდებებს უპასუხეს.
ამის შემდეგ კი "ოცნებამ" უკან დახევა დაიწყო. ჰქონდათ მცდელობა, რომ დიპლომატების წინააღმდეგ მძიმე ბრალდებებზე პასუხისმგებლობა სხვისთვის გადაეკისრებინათ. იმდენად შორს წავიდნენ, რომ ბოლოს შეთქმულებების თეორიების გავრცელებაც კი დაიწყეს.