თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის მიბმამ შესაძლოა, ქვეყანაში წამლების დეფიციტი გააჩინოს
თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის მიბმამ შესაძლოა, ქვეყანაში წამლების დეფიციტი გააჩინოს. ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივა კრახისთვის არის განწირული. იაფი მედიკამენტების ნაცვლად შესაძლოა გაძვირებული წამლები მივიღოთ. თურქეთი მედიკამენტებზე ფასს 30 პროცენტით აძვირებს. საქართველოს ძირითადი მომწოდებელი კი სწორედ ეს ქვეყანაა. არადა ღარიბაშვილი ამტკიცებდა, რომ გაცილებით იაფი იქნებოდა წამლები თუ თურქეთიდან შემოვიდოდა და ამიტომ ევროპულ ბაზრებზე ქვეყანამ პრაქტიკულად უარი თქვა.