ქართველი მძღოლების გაფიცვა - 60-მდე მძღოლი დახმარებას ითხოვს

27.07.23 21:01
ქართველი მძღოლების გაფიცვა - 60-მდე მძღოლი დახმარებას ითხოვს

ქართველი მძღოლების პროტესტი გერმანიაში. ათი დღეა გაფიცულები არიან პოლონურ კომპანიაში დასაქმებულები, რომლებიც 5-6 თვის აუღებელ ხელფასს ითხოვენ.  საქართველოს მოქალაქეები, ვინც ქვეყანა  იძულებით უკიდურესი ფინანსური მდგომარეობის გამო დატოვეს, ახლა შველას ითხოვენ. წყლისა და საკვების გარეშე დარჩენილები ღამეებს ტრაილერებში ათენებენ, თუმცა უშედეგოდ. არც დამსაქმებელი კომპანია ცდილობს მათთვის ხელფასის გადახდას და არც საქართველოს საელჩო ეხმარება გაფიცულებს.

მსგავსი სიახლეები