ღირსება და თავმოყვარეობა აგვყარეს და ნაგულავები გაემგზავრნენ უკან - ვაჟა დარჩია

27.07.23 22:00
ღირსება და თავმოყვარეობა აგვყარეს და ნაგულავები გაემგზავრნენ უკან - ვაჟა დარჩია

ღირსება და თავმოყვარეობა აგვყარეს და ნაგულავები გაემგზავრნენ უკან - ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს წევრმა,  ვაჟა დარჩიამ რუსული საკრუიზო ლაინერის მიერ ბათუმის პორტის დატოვების შემდეგ "რეაქციაში" ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, ლაინერის წევრებს ოკუპაციის შესახებ კანონი დარღვეული ჰქონდათ, თუმცა ქართველ სამართალდამცავებს არანაირი რეაგირება არ მოუხდენიათ. 

რუსები დაგეგმილი პროგრამით ჩამოვიდნენ, გაწელეს ელარჯი, მიირთვეს აჭარული ხაჭაპური, მოინახულეს ბათუმის ღირშესანიშნაობები, გემის აივნებიდან კი ილანძღებოდნენ და იგინებოდნენ. აგზავნიდნენ პუტინისტურ გზავნილებს"- თქვა "ლელოს" წევრმა. 

მისი თქმით, ბათუმში არ დარჩა კორპუსი, სადაც კერძო საკუთრებას რუსეთის მოქალაქეები არ ფლობდნენ. 

მსგავსი სიახლეები