როგორ პასუხობენ საქართველოს მოქალაქეების პროტესტს რუსები (ვიდეო)
თითის ქნევა და შეურაცხმყოფელი შეძახილები რუსი ტურისტებისგან - ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები წყობიდან ისე გამოვიდნენ, რომ კამერების წინ შუა თითის ჩვენებასაც კი არ მოერიდნენ.
სოჭიდან შემოსულმა საკრუიზო გემმა ბათუმის პორტი საპროტესტო აქციის ფონზე ცოტა ხნის წინ დატოვა.
საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს", ისმოდა აქციაზე.