რუსების უკონტროლო ნაკადი საქართველოში - უსაფრთხოების ექსპერტი მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს
რუსების უკონტროლო ნაკადი საქართველოში - უსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, როცა თუ ოკუპანტი ქვეყნიდან ტურისტულად შემოდიან, რუსეთის მოქალაქეები იკავებენ უიაფეს ნიშას, რაც იწვევს იმას, რომ საქართველოში მოგზაურობაზე ევროპელი და დასავლელი ტურისტები ნაკლებად თანხმდებიან.
გოცირიძის თქმით, მცირე და მიკრო ბიზნესი ხდება მიბმული რუსულ ტურისტულ ნაკადზე, რასაც მომავალში პუტინი ქვეყნის დამორჩილებისთვის გამოიყენებს.
ბავშვმაც კი იცის, რომ რუსულ ფინანსურ ინექციაზე დამოკიდებულება ურთულესი რაღაცაა, იმიტომ რომ რუსეთი ძალიან მარტივად გამოიყენებს მომავალ წელს, თუ მას საქართველოს ან მისი მთავრობის მოთვინიერება დასჭირდება."- აცხადებს ექსპერტი.
ამასთან, ანდრო გოცირიძე ასახელსბს კიდევ ერთ საფრთხეს - ექსპერტის თქმით, რუსეთის მოქალაქეების დაცვის მოტივით შესაძლოა რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ აგრესია განახორციელოს.
მესამე და ყველაზე საყურადღებო ფაქტსდ ექსპერტი ქართულ ბიზნესის რუსულ თამაშებში ჩართვას ასახელებს.