ვამაყობ ჩვენი ხალხით - პრეზიდენტი ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე

28.07.23 10:15
ვამაყობ ჩვენი ხალხით - პრეზიდენტი ბათუმის პორტში გამართულ აქციაზე

ვამაყობ ჩვენი ხალხით, - ასე აფასებს საქართველოს პრეზიდენტი გუშინ იმ მოქალაქების ქმედებას, რომლებმაც ბათუმის პორტში რუსული ლაინერის შემოსვლა გააპროტესტეს. 

სალომე ზურაბიშვილი საკრუიზო მიმოსვლის აღდგენას ახალ რუსულ პროვოკაციას უწოდებს და აღნიშნავს, რომ შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოსთვის, უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

ვამაყობ ჩვენი ხალხით, რომელმაც მშვიდობიანად გააპროტესტა რუსეთის ახალი პროვოკაცია - რუსული საკრუიზო ლაინერის საქართველოში, ბათუმის პორტში შემოსვლა მაშინ, როდესაც პუტინი მარცვლეულის გადაზიდვებს ბლოკავს და შავ ზღვაში თავისუფალ ნაოსნობას აფერხებს. 
შავი ზღვის უსაფრთხოება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირისთვის, - წერს პრეზიდენტი. 

 

 

მსგავსი სიახლეები