როდესაც ხაბეიშვილი, ვაშაძე, სააკაშვილი არის შენი სახე, წარმატებას ვერ მიაღწევ - კობახიძე
"საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი კომპეტენციისგან, ინტელექტისგან, ყველაფრისგან"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.
ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ენმ არჩევნებზე წარმატებას ვერ მიაღწევ
არსებობს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, რასაც ჩვენ ხშირად ვამბობთ და იქ შიდა გადაჯგუფება როგორი იქნება, ეს არსებით გავლენას ვერ მოახდენს პოლიტიკურ პროცესებზე, მათ შორის ვერც არჩევნების შედეგებზე. დღეს საქართველოს ჰყავს ოპოზიცია, რომელიც არის აბსოლუტურად დაცლილი კომპეტენციისგან, ინტელექტისგან, ყველაფრისგან.
დღემდე ვერ გაბედეს საკუთარი უმძიმესი დანაშაულების აღიარება. როდესაც ხაბეიშვილი არის შენი სახე, გიორგი ვაშაძე, სააკაშვილი და ა.შ., ასეთ პირობებში მათ გადაჯგუფება წარმატების არავითარ რესურსს არ მისცემს“, - განაცხადა კობახიძემ.