რუსული ლაინერის სტუმრობა უსაფრთხოებისთვის დიდი რისკია - ექსპერტი
ბათუმში რუსული ლაინერი შესვლას უსაფრთხოების ექსპერტები საფრთხის შემცველად მიიჩნევენ. ანდრო გოცირიძის თქმით, გამორიცხული არ არის, რუსი ტურისეტების პროვოკაციამ ქართველებთან დაპირისპირება გამოიწვიოს, რაც სიტუაციას უკიდურესად დაძაბავს.
ექსპერტი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამგვარი სიტუაციის თავიდან ასარიებლად შესაბმისი ნაბიჯები უნდა გადადგას.
დღევანდელი ლაინერის სტუმრობა არის ძალიან დიდი რისკი უსაფრთხოებისთვის, იმიტომ, რომ ამგვარ პროვოკაციულ მოქმედებებზე, რასაც რუსი ე.წ. ტურისტები ეწევიან საქართველოში, სავსებით შესაძლებელია მოხდეს გარკვეული დაპირისპირება და სავსებით შესაძლებალია, რომ ამან გამოიწვიოს სიტუაციის დაძაბვა და ამ ფონზე, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია ნაბიჯების გადადგმა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობოთ არ ჩანს, - ამბობს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტშ გუშინ შევიდა. ქართველი აქტივისტები მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. საბოლოო ჯამშ, გემი პორტიდან დაგეგმილზე ადრე გაბრუნდა.