კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ისევ კონსპირაციაზე ალაპარაკდა - "ოცნება" ოპოზიციას რევოლუციის მომზადებაში ადანაშაულებს
"ქართული ოცნება" ოპოზიციას რევოლუციის მომზადებაში ადანაშაულებს - მმართველი პარტია ისევ კონსპირაციაზე ალაპარაკდა, ირწმუნება, რომ ოპოზიციას ომი უნდა და ხელისუფლებაში მოსვლაც ამ სცენარით აქვთ გადაწყვეტილი.
მმართველ გუნდში ასევე კეზერაშვილის ფულზე საუბრობენ და ამბობენ, რომ სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ფულის გადანაწილებაზე მიდის ახლა დავა.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს 3 თუ 2 ფლანგი რაიმე სერიოზუკლზე დაობენ, გარდა იმისა, როგორ გაიყონ კეზერაშვილის თანხა. ედავებიან ერთმანეთს, ვინ უფრო ძლიერი, წამყვანი და ლიდერი იქნება. აი ამ რევოლუციური კომიტეტის რევოლუციური სცენარის განვითარებში, რომელიც საბოლოო ჯამში ამ უკრაინული პროექტის განხორციელებას მოიყვანს რეალობაში. ეს არის ე.წ. მეორე ფრონტის გახსნა". - ამბობს გია ვოლსკი.