ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ოკუპანტების შემოსვლა ქართველი ხალხისთვის წითელი ხაზია - ლეთოდიანი

28.07.23 11:25
ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ოკუპანტების შემოსვლა ქართველი ხალხისთვის წითელი ხაზია - ლეთოდიანი

ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ოკუპანტების შემოსვლა ქართველი ხალხისთვის წითელი ხაზია, - ასე აფასებს"დროას" წევრი ნათია ლეთოდიანი გუშინ ბათუმის პორტში რუსული ლაინერის შესვლას.

ლეთოდიანის თქმით, საქართველოდან არაერთი რუსი გააძევეს და ეს ქართველი ხალხის სწორი რეაქციაა. 

ამ ხელისუფლებამ ვერ გაიგო, რომ ქართველი ხალხისთვის არის წითელი ხაზი რუსეთი და რუსი ოკუპანტების ჩამოსვლა. გავაძევეთ პოზნერი, გავაძევეთ ლავროვების ოჯახი, გავაძევეთ დღეს დაგეგმილზე ადრე რუსული გემი და ეს არის სწორედ ის იმედი, ის რეაქცია, რაც, რეალურად, ქართველებს უნდა ჰქონდეთ და აქვთ, - ამბობს ლეთოდიანი. 

შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტშ გუშინ შევიდა. ქართველი აქტივისტები მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. საბოლოო ჯამშ, გემი პორტიდან დაგეგმილზე ადრე გაბრუნდა.  

მსგავსი სიახლეები