"დამამცირებელი განცხადებაა" - სამოქალაქო აქტივისტი კობახიძეს პასუხობს
სამოქალაქო აქტივისტი გელა ხასაია ირაკლი კობახიძის განცადებას, რომელმაც ბათუმის პორტშ რუსების შემოსვლის გაპროტესტებას "ქაჯობა" უწოდა, დამამცირებელს უწოდებს. ხასაია ხელისუფლებას ეროვნულობის მნიშვნელობას ახსენებს და აღნიშნავს, რომ "ოცნება" ღიად რუსული პარტიაა.
კობახიძემ გააკეთა ახლა განცხადება, რომ „ქაჯობა“ იყო ის, რაც აქტივისტებმა გააკეთეს რუსების მიმართო და მსგავსი განცხადებები ხელისუფლების მხრიდან არის დამამცირებელი, პირველ რიგში და ეს ადამიანები ეროვნულობაზე რომ დებენ თავს, ეროვნულობა არის პატივისცემა შენი ისტორიის, პატივისცემა შენი გმირების, რომლებმაც სიცოცხლე დათმეს, თუმცა ისინი არიან ღიად რუსები, - ამბობს სამოქალაქო აქტივისტი.
შეგახსენებთ, რომ რუსული საკრუიზო ლაინერი ბათუმის პორტში გუშინ შევიდა. ქართველი აქტივისტები მას საპროტესტო შეძახილებით შეხვდნენ. საბოლოო ჯამში, გემი პორტიდან დაგეგმილზე ადრე გაბრუნდა.