"ოცნებამ" თავის თავს მიხედოს, ჩვენ რამენაირად დავლაგდებით - ბაჩო დოლიძე
მმართველ პარტიაში განხილვის მთავარი საკითხი ნაცმოძრაობაში მიმდინარე პროცესებია, ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში კი ოცნებას ურჩევენ, რომ საკუთარ თავს მიხედონ.
რაც შეეხება ენმ-ში მიმდინარე მოვლენებს, ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ პარტიაში ერთ ჯგუფს არაფორმალური მმართველობა სურს, მეორე ჯგუფი კი ამას არ ეგუება და სწორედ ეს არის დაპირისპირების მიზეზი.
დოლიძის თქმით, მიხელ სააკაშვილის სიტყვა განვითარებულ მოვლენებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
მმართველმა გუნდმა საერთოდ საკუთარ თავს რომ მიხედოს, ძაან მძიმე მდგომარეობაში მყოფს და გარიყულს მთელი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან. დამიჯერეთ, გაცილებით უფრო უკეთესი იქნება მათთვის. ჩვენ რამენაირად დავლაგდებით. ერთ ჯგუფს სურს და თანახმაა, რომ არაფორმალური მმართველობა ისევ იყოს პარტიაში, მეორე ჯგუფი ამას არ ეგუება. ზოგმა ჩვენმა მეგობარმა პარტიის შიგნით გააგრძელოს ბრძოლა, ზოგმა შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, ეს დამოკიდებული იქნება, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილის პოზიციაზეც. ჩემთვის საინტერესო არის რეჟიმის ცვლილება და არა რაღაცა კონკრეტული მანდატების მოპოვება და ისევ ოპოზიციაში ყოფნა". - ამბობს ბაჩო დოლიძე.