ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება

28.07.23 11:41
ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება

რუსული ოკუპაცია გრძელდება - ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ტარდება. ღონისძიება 29-30 ივლისს არის დაგეგმილი.

სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით დგინდება, რომ ღონისძიების ორგანიზატორი People – Real Estate-ია. 

მეტიც, გამოფენის სარეკლამო კამპანიის ერთ-ერთი სახე რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა. 

People -Real Estate ბათუმში ბინების შეძენის შემთხვევაში მომხმარებელს სთავაზობს:

  • საქართველოში უძრავი ქონების შესყიდვას;
  • ბინადრობის ნებართვის მიღებას;
  • არ იქნება ქონების გადასახადი;
  • უპროცენტო განვადება 60 თვემდე;
  • გადახდის შესაძლებლობა SWIFT-ით ​​და კრიპტოვალუტით;
  • განვადებით 0%-დან;
  • ქონების ღირებულების წლიური ზრდა 17%-დან.

რეკლამის თანახმად, ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ ქართული სამშენებლო კომპანიებიც.

 

 

მსგავსი სიახლეები