"ოცნება" აშშ-ს საელჩოს და ოპოზიციას ისევ თავს ესხმის - კობახიძის სკანდალური განცხადება
"ქართული ოცნება" ამერიკის შეერთებულ შტატების საელჩოს და ოპოზიციას ისევ თავს ესხმის - ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით დასტურდება, რომ ქვეყნის დასანქცირებაში „ნაციონალური მოძრაობა“ ფულს იხდიდა.
ოცნების ლიდერმა იერიში ევროპარლამენტებზეც მიიტანა და არ გამორიცხა, რომ კრიტიკული რეზოლუციებიც საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ევროპარლამენტში ფულის სანაცვლოდ იქმნებოდა.
"ქართული ოცნების" თავმჯდომარის თქმით, მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის შეურაცხმყოფელი იყო, როდესაც აშშ-ს საელჩომ ის და საპარლამენტო უმრავლესობის 84 დეპუტატი მოღალატეებად შერაცხა. გარდა ამისა კობახიძე ირწმუნება, რომ აშშ-ში რუსული კანონია ამოქმედებული, რის გამოც ის მადლობას იხდის.
"ლობისტურ საქმიანობაში არ მონაწილეობა რა თქმა უნდა ნიშნავს, რომ კომპანია "აკერმანი" არ არის ამერიკის საელჩო, მაგრამ ამერიკის საელჩოს თანამშრომელი იყო თუ არა ჩართული იმ ქმედებაში, რომელიც ლობისტური საქმიანობის ქვეშ მოიაზრებოდა ეს არის კითხვა, რომელსაც პასუხი დღემდე არ აქვს გაცემული და საზოგადოებას ეს დამატებით კითხვებს უჩენს. ჩვენთვის ეს არის შეურაცხმყოფელი, არავითარი ტყუილი არავისგან არ იყოს რეალურად ნათქვამი და რაც შეეხება ტყუილებს მე გულისტკივილით მინდა გავიხსენო კონკრეტული ტყუილები, რომელიც ითქვა საელჩოს კონკრეტული წარმომადგენლების მხრიდან. მაგალითად ერთ-ერთი ტყუილი უკავშირდებოდა იმას, რომ თითქოს პირადად მე ჩვენი თანაგუნდელები საქართველო პარლამენტში ვიღებდით რუსულ კანონს და მე შეგაგნებინებთ, რომ ამ ტყუილის გამო, რომელიც საელჩოს წარმომადგენლების მხრიდან ითქვა 84 დეპუტატი უმრავლესობიდან შერაცხეს მოღალატეებად და ეს ძალიან მძიმეა და ამის არ გახსენა უბრალოდ არ შემიძლია ამ კონტექსტში. მადლობა ამერიკის სახელმწიფოს იმისათვის, რომ იქ მოქმედებს რუსული კანონი, რომ არ ყოფილიყო რუსული კანონი დღეს აშშ-ში ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ იქნებოდა ის ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ნაცმოძრაობის მიერ ჩადენილ ღალატს, ისინი ითხოვდნენ საკუთარი ქვეყნის დასჯას" - ირაკლი კობახიძე.