შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებლები გაზრდილია - 2022 წლის მონაცემები
2022 წელს, აივ ინფექციის/შიდსითა და ტუბერკულოზით დაავადების მაჩვენებლები წინა წელთან შედარებით, გაზრდილია.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 2022 წლის ჯანმრთელობის დაცვის მაჩვენებელს აქვეყნებს
2022 წელს შიდსით დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობამ 617 შეადგინა, რაც 16.4%-ით აღემატება 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს, ხოლო შიდსით დაავადებულთა მთლიანი (კუმულატიური) რიცხოვნობა 9 779-ით განისაზღვრა. 2022 წელს შიდსით გარდაცვალების 140 შემთხვევა დაფიქსირდა. 2021 წელს შიდსით დაავადების 530 ახალი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. აღსანიშნავია, რომ ბოლო 10 წლის განმავლობაში, შიდსით დაავადების ყველაზე ბევრი, 719 ახალი შემთხვევა, 2016 წელს იყო აღწერილი.
რაც შეეხება ტუბერკულოზს, 2022 წელს მოსახლეობის ავადობა 7 ერთეულით გაიზარდა და 1,654 ერთეული შეადგინა. თუმცა, 3,5%-ით შემცირდა ახალი შემთხვევების რაოდენობა. ბოლო ათწლიან პერიოდში, ტუბერკულოზის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2013 წელს დაფიქსირდა და იგი 4,318-ს შეადგენდა.