ირაკლი კობახიძე რუს პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა - თეონა აქუბარდია
დამოუკიდებელი დეპუტატი თეონა აქუბარდიას განცხადებით, ირაკლი კობახიძე რუს პროპაგანდისტად ჩამოყალიბდა.
აქუბარდია ამბობს, რომ კობახიძე ხალხის დაკვეთას ინტერესს მთლიანად დაშორებულია და მისთვის ღირსება და სამშობლოს განცდა უცხოა.
"ირაკლი კობახიძე არის დაშორებული მთლიანად ხალხის დაკვეთას და ხალხის ინტერესს. მისთვის უცხოა ღირსება, მისთვის უცხოა სამშობლოს განცდა და მისთვის უცხოა ყველაფერი ის, რის გამოც 30 წლის მანძილზე უამრავმა ადამიანმა თავი გასწირა სამშობლოს ინტერესების სამსახურში. შესაბამისად, ის ჩამოყალიბდა რუს პროპაგანდისტად და მიდის გაცხადებული ინტერესების და ხალხის პოზიციის წინააღმდეგ" - ამბობს თეონა აქუბარდია.
კობახიძემ თქვა, რომ ოკუპაციის გაპროტესტება ქაჯობაა. მმართველი პარტია მტრად და პროვოკატორად აცხადებს ყველას, ვინც ოკუპაციის კანონდამღვევი რუსების ქვეყნაში შემოსვლა გააპროტესტა. ირაკლი კობახიძის პროპაგანდა დილიდან მთელმა გუნდმა გააგრძელა.