სისხლიანი გარჩევა ვერაზე - პირველი ინეტერვიუ დაკავებული მწერლის მამასთან
პირველი ინეტვიუ მკველობის მცდელობისთვის დაკავებული მწერლის მამასთან. 80 წლის მევლუდ გაბისკრია ამტკიცებს, რომ მისმა შვილმა ბიზნესმენ ტატო გურგენიძეს მაშინ ესროლა, როდესაც გურგენიძე მის ცემას აპირებდა.
მწერლის მამა განმარტავს, რომ პროექტი დარღვევით მიდიოდა, სწორედ ამიტომ ის გედენიძესთან შესახვედრად მივიდა. მას თან ახლდა შვილი დავით გაბისკირია და მისივე თქმით, როდესაც გედენიძემ მისკენ დანით გაიწია, მისი შვილი აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა.
ოჯახი აღიარებს, რომ ის იარაღი, რომლითაც გაბისკირიამ გაისროლა, უკანონო იყო.
პენსიონერმა სკანდალური განცხადება საქალაქო სასამართლოში გააკეთა, სადაც ამ წუთებში გახმაურებული საქმის სასამართლო პროცესი მიმდარეობს.
შეხვედრა დაინიშნა იმიტომ, რომ პროექტი იყო დამახინჯებული, ამაზე არსებობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის დადგენილება და საჯარიმო სანქციებიც გამოწერეს. სირთულე იყო ის, რომ ისინი პროექტის დარღვევით მიდიოდა. მშენებლობა აიკრძალა იმიტომ, რომ ვადას გადააცილეს და არ გააგრძელეს. პირველი რაც ვქენი, ამოვიღე ეს კითხვარი და ვაჩვენე, სად ჰქონდათ დარღვევები. ის წამოვიდა ჩემთან დანით, პირველი გასროლა რომ გავიგონე, ვერც მივხდი რა იყო, ეს მაინც არ მეშვებოდა, თავს ვიცავდი. ეს იარაღი რა თქმა უნდა უკანონოა და რა თქმა უნდა, ის არის დამნაშავე. მე ვერ მომწვდა ამ დანით და სკამი რომ გადავწიე უკან გადავვარდი. დავარდნილს კიდევ თავზე დამადგა, იმ დროს ესროლა პირველი". - ამბობს მწერლის მამა.
შეგახსენებთ, რომ ხელბორკილები ცნობილ მწერალს ბიზნესმენ ტატო გურგენიძის დაჭრის გამო დაადეს, მას გაბისკირიამ კაბინეტში 5 ტყვია ესროლა. სისხლიანი გარჩევის მოტივი ვერაზე დაწყებული კორპუსის მშენებლობა გახდა. ერთ-ერთი ვერსიით ბიზნესმენმა კორპუსი მწერლის ოჯახის მიწაზე ააშენა შემდეგ კი, ვალდებულება არ შეასრულა, რასაც სროლა და დაპირისპირება მოჰყვა.