საქართველოს პრეზიდენტმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა
სალომე ზურაბიშვილმა 11 მსჯავრდებული შეიწყალა - ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს პრეზიდენტმა თერთმეტი მსჯავრდებული პირი შეიწყალა, საიდანაც ათი მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან და პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ხოლო ერთ მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა" - წერია ადმინისტრაციის მიერ განცხადებაში.