საქართველოში რეგისტრირებული 21 300 რუსული კომპანიიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი - TI

28.07.23 14:30
საქართველოში რეგისტრირებული 21 300 რუსული კომპანიიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი - TI

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში 21 300 კომპანია დაარეგისტრირეს.

ამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს.

oრგანიზაციის ცნობით, საქართველოში რეგისტრირებული 21 300 რუსული კომპანიიდან მხოლოდ 1 700-მდე კომპანიის საქმიანობის სფეროა ცნობილი.

1 700-მდე კომპანიის 82,1% საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში საქმიანობს;
4,4% - განათლების, ხელოვნებისა და გართობის;
4,9% - დიზაინერულ და სარეკლამო სფეროში;
3,3% - ვაჭრობისა და წარმოების სფეროში;
5,3% კი სხვადასხვა მომსახურების სფეროში. 

 

მსგავსი სიახლეები