"ოცნება" ამტკიცებს, რომ ლაინერი "არც რუსული იყო და არც რუსეთიდან შემოსულა"
მმართველი გუნდი ირაკლი კობახიძის პროპაგანდას აგრძელებს. ოკუპაციის მხადამჭერი რუსეთის მოქალაქეების მიმართ პროტესტს „ქართული ოცნება“ ობსტრუქციას უწოდებს.
ირაკლი ქადაგიშვილი უფრო შორსაც წავიდა და განაცხადა, რომ გემი არა რუსეთიდან, არამედ თურქეთიდან შემოვიდა.
"ეს გემი არც რუსული არის და არც რუსეთიდან არ შემოსულა, თურქეთიდან შემოვიდა ეს გემი. წარმოიდგინეთ, თურმე გემზე, რომელიც არის უცხო ქვეყნის გემი, უცხო ქვეყნიდან მოდის, უცხო ქვეყანაში მიდის და ამ გემში შეიძლება არიან რუსი მოქალაქეები და ჩვენ ამიტომ უნდა მოვაწყოთ ასეთი ობსტრუქცია? რა გინდათ, რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით ჩაკეტილი ქვეყანა იყოს? და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე ან რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს საბოტაჟი და ობსტრუქცია უნდა გამოვუცხადოთ?" - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.