კობახიძე გავრილოვთან ჭიქა ღვინოს რომ აჭახუნებდა, ეს იყო სვეცკობა? - ბუჩუკური
პარტია "საქართველოსთის" წევრი ანა ბუჩუკური ირაკლი კობახიძეს რიტორიკას უწუნებს და იმ დროს ახსენებს, როდესაც "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გავრილოვთან ჭიქა ღვინოს აჭახუნებდა.
ბუჩკური ამბობს, რომ რუსეთმა საქართველო სერვისის მიღების ცენტრად აქცია.
"რუსების მიერ ქართველების ღირსების შელახვაზე გაპროტესტება ქაჯობაა და რა არის, მაგალითად ირაკლი კობახიძე როდესაც გავრილოვთან ჭიქა ღვინოს აჭახუნებდა ეს იყო სვეცკობა? რუსეთი რასაც აკეთებს და თან დიდწილად გამოსდის არის, რომ საქართველო აქციეს რაღაცა სერვისის მიღების ცენტრად. ხან კრუიზი შემოვა, ხან ვიღაცა ქორწილს გადაიხდის ვინც დასანქცირებულია დასავლეთში და ამის თავიდან ასარიდებლად ფაქტია ქართული ოცნება ვერაფერს და არაფერს აკეთებს" - ამბობს ანა ბუჩუკური.
კობახიძემ თქვა, რომ ოკუპაციის გაპროტესტება ქაჯობაა. მმართველი პარტია მტრად და პროვოკატორად აცხადებს ყველას, ვინც ოკუპაციის კანონდამღვევი რუსების ქვეყნაში შემოსვლა გააპროტესტა. ირაკლი კობახიძის პროპაგანდა დილიდან მთელმა გუნდმა გააგრძელა.