მარგველაშვილის გაშავების კამპანია - როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი

28.07.23 16:38
მარგველაშვილის გაშავების კამპანია -  როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი

მარგველაშვილის გაშავების კამპანია -  როგორ გამოიყენეს სახელისუფლებო აქტორებმა FARA-ს დოკუმენტი.

მითების დეტექტორმა შეისწავლა ყველა ის აქტორი, რომელიც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მადისკრედიტირებელ განცხადებებს ავრცელებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მარგველაშვილს სააკაშვილის ლობიზმის სანაცვლოდ 11 559 დოლარი გადაუხადეს.

ჩამოთვლილებში ნახსენებია: TV Imedi (12), POSTV (123), pia.gefor.ge, და spnews.io.

ასევე,  მოძრაობა “ხალხის ძალის” წევრები დავით ქართველიშვილი და თამარ ჩიბურდანიძე, მოძრაობა “აი იას” და “საქართველო უპირველეს ყოვლისას” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი და სახელისუფლებო ექსპერტები.

პრეზიდენტის გაშავების კამოპანიაში გამოიყენეს ანტიოპოზიციური ფეისბუქ-გვერდები და ანგარიშები - გამოვლენილია დისკრედიტაციაში ჩართული 8 ფეისბუქ-გვერდი და 2 ფეისბუქ-ანგარიში.

ცნობისთვის, ის, რომ მეოთხე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილის ლობიზმის სანაცვლოდ ფულადი ანაზღაურება მიიღო, FARA-ს მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტით არ დასტურდება. დოკუმენტის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილმა თანხა კომპანია PR Newswire-ს პრეს-რელიზის გასავრცელებლად გადაუხადა, რომელიც მარგველაშვილის პეტიციას ეხებოდა.

სრულად სტატია იხილეთ აქ

 

 

მსგავსი სიახლეები