დეგნანის პასუხი "ოცნებას" - საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული სააკაშვილის საკითხის ლობირებაში

28.07.23 16:48
დეგნანის პასუხი "ოცნებას" - საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული სააკაშვილის საკითხის ლობირებაში

კელი დეგნანის პასუხი "ქართულ ოცნებას" - აშშ-იე ელჩი საქართველოში ირაკლი კობახიძის საპასუხოდ ამბობს, რომ საელჩოდან მესამე პრეზიდენტის სასარგებლოდ ლობიზმში არვინ ყოფილა ჩართული.

"ჩვენ ნათლად განვაცხადეთ რამდენჯერმე, რომ ამერიკის საელჩოს არც ერთი თანამშრომელი არ ყოფილა ჩართული მიხეილ სააკაშვილის საკითხის ლობირების საქმეში. ამერიკის საელჩო ფარას დოკუმენტში ნახსენები იქნა იმის გამო, რომ ერთ-ერთმა ლობისტმა დაურეკა ჩვენს ერთ-ერთ თანამშრომელს. ტელეფონის ზარზე პასუხის გაცემა არ ნიშნავს არაფერს, გარდა იმისა, რომ ტელეფონის ზარზე იქნა გაცემული პასუხი", - ამბობს კელი დეგნანი  "ფარას" დოკუმენტთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ. 

მსგავსი სიახლეები