Royal Caribbean-ს ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა, ამის ნაცვლად მივიღეთ სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ - სააკაშვილი

28.07.23 16:52
Royal Caribbean-ს ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა, ამის ნაცვლად მივიღეთ სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ - სააკაშვილი

აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში, რომელსაც ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა - ამის ნაცვლად მივიღეთ სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

მიხეილ სააკაშვილი Royal Caribbean-ის ფოტოს აქვეყნებს.

"აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა.

ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.

ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ.

ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!" - წერს სააკაშვილი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები