ჩავკეტოთ ეს ქვეყანა? - "ოცნება" რუსებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაში პრობლემას ვერ ხედავს
ბინები განსაკუთრებული პირობებით რუსებისთვის - "ქართული ოცნების" დეპუტატი ოკუპანტი ქვეყნიდან ჩამოსული მოქალაქეებისთვის ბინადრობის უფლების მინიჭებაში პრობლემას ვერ ხედავს.
ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ საქართველოს ღია ეკონომიკა აქვს. დეპუტატი ამბობს, რომ ქვეყნის კანონმდებლობა ითვალისწინებს იმას რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბინადრობის უფლება მიეცეთ.
"ბინადრობის უფლება, ეს არის კანონით გაწერილი და ვერანაირი გამოფენა და ვერანაირი ფირცხალავა ბინადრობის უფლებას და მოქალაქეობის უფლებას ვერ გააიოლებს და ვერ გაამარტივებს. ჩვენ რა გვინდა ახლა, რომ საქართველოს ეკონომიკა დავკეტოთ? საქართველო არის ღია ეკონომიკა. ღია ეკონომიკა, ინვესტიციის მოზიდვა საფრთხის შემცველი ხომ არ არის? იმიტომ, რომ უცხოური ინვესტიცია შემოდის და ყველა ქვეყანას აქვს თავისი ინტერესები დავფიქრდეთ აბა, ხომ არ ჩავკეტოთ ეს ქვეყანა? თქვენ გინდათ ახლა თქვათ, რომ იმის გამო, რომ შეიძლება რუსეთის მოქალაქემ შეიძინოს ბინა ბათუმში იზრდება თუ არა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ხარისხი? არ იზრდება ეგრე აგრესიის ხარისხი" - ამბობს ირაკლი ქადაგიშვილი.