ბინები განსაკუთრებული პირობებით რუსებისთვის - ბათუმში დაგეგმილი გამოფენა ჩაიშალა
სახალხო პროტესტმა რუსეთის მოქალაქეებსა ბათუმსა და თბილისში ბინების მასობრივი შეძენის გეგმა ჩაუშალა. განსაკუთრებული პირობებით ბინები ბათუმში ხვალ უნდა გაეყიდათ, თან მოჰყვებოდა ბონუსი ბინადრობის უფლება საქართველოში, მათ კი, ვისაც ფულის შემოტანის პრობლემა ჰქონდა შეეძლო ფულის კრიტპვალუტით გადაეხადა.
"საქართველოს გარუსების პოლიტიკა" - ასე აფასებს ოპოზიცია ოკუპანქტი ქვეყნის მოქალაქეებისთის ბინების მიყიდვის მცდელობას. ხელისუფლების ოპონენტებმა დღეს ხელიუფლება ბალტიის ქვეყების მაგალითი გაახსენა, როდესაც ასე გაჩნდა რუსების კომპაქტური ჩასახლების ადგილები შემდეგ კი ამას მათი პოლიტკური მოთხოვნები მოჰყვა.
არის თუ არა ბოლომდე მოხსნილი რუსების აჭარაში ჩამოსახლების საფრთხე ჯერჯერობით უცნობია.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.