„ოცნების“ წინასაარჩევნო პროპაგანდა - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციას ამზადებს

28.07.23 20:36
„ოცნების“ წინასაარჩევნო პროპაგანდა - ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ოპოზიცია რევოლუციას ამზადებს

 

 

არჩევნების მოახლოებასთან ერთად „ოცნებამ“ ოპოზიციის დისკრედიტიაცია  ძველი წესებით  გააახლა. ხელისუფლება ისევ კონსპირაციული თეორიების გზას დაადგა და ოპონენტები რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.  ბრალდებები მძიმეა, თუმცა მტკიცებულებები ჯერ ისევ არსად ჩანს.

ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში კი დაპირისპირება გრძელდება.    ახალი სახეების პარალელურად  „ნაციონალურ მოძრაობას“ ძველებიც უბრუნდებიან. პარტიაში 2016 წელს დემარშით წასული  ზურაბ ჭიაბერაშვილი მიაბრუნეს და შიდა სკანდალმაც ახალი ძალებით იფეთქა.

ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები