პრეზიდენტმა ძმები ჭელიძეები შეიწყალა

29.07.23 10:22
პრეზიდენტმა ძმები ჭელიძეები შეიწყალა

პრეზიდენტმა ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციის დროს გაკავებული ძმები ჭელიძეები შეიწყალა. 

ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით გასამართლებულმა თორნიკე და თამაზ ჭელიძეებმა ციხე რამდენიმე საათის წინ დატოვეს. 

საერთოდ არ ველოდებოდით, მოულოდნელად შეგვიწყალა პრეზიდენტმა. 4 წელი გვქონდა მისჯილი და მოვიხადეთ 2 წელიწად ნახევარი. ამაზე მეტი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია, ისეთ შოკირებულ მდგომარეობაში ვარ" - ამბობს ჭელიძე.

თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, გელა ჭელიძე, ირაკლი ჭელიძე, ძმები - რევაზ და ფირუზ წულუკიძე, ასევე ელდარ ანთაძე 2021 წლის აპრილში დააკავეს. 

გამოძიების ვერსიით, ნამახვან ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ყოფნისას, მათ ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა

25 დეკემბერს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ძმებს – რეზო და ფირუზ წულუკიძეებს, ასევე ელდარ ანთაძეს 5 წელი მიუსაჯა, ძმებ ჭელიძეებს და მათ ბიძაშვილებს კი 4 წელი.

მსგავსი სიახლეები