"ვარსკვლავურმა კრუიზმა" სტარტი აიღო და ბათუმში 31 ივლისს ელოდებიან - პორტი პროტესტის ეპიცენტრი გახდება

29.07.23 11:06
"ვარსკვლავურმა კრუიზმა" სტარტი აიღო და ბათუმში 31 ივლისს ელოდებიან - პორტი პროტესტის ეპიცენტრი გახდება

პუტინის პროპაგანდისტები, რუსი მომღერლები და ომის მხარდამჭერი მსახიობები საქართველოში კიდევ ერთ მოგზაურობას გეგმავენ.

ქვეყანაში კი პროტესტი ზვირთდება. საკრუზიო ლაინერმა  „ასტორია გრანდემ“ სტარტი სოჭიდან უკვე აიღო. ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებით სავსე ხომალდი ბათუმის პორტში 31 ივლისს გაჩერდება.

თუმცა უკვე დაანონსებულია, რომ პორტი პროტესტის ეპიცენტრი გახდება. ოპოზიცია, სამოქალაქო აქტივისტები და ყველა, ვისთვისაც რუსეთი მტერია, "ქართულ ოცნებას" აფრთხილებს, არ დაუშვან ოკუპაციის მხარდამჭერი რუსების ქვეყნაში შემოსვლა.

ოპოზიციის თქმით, ხელისუფლება საზოგადოებას რუსულ დივერსიას უწყობს.

ეს ხელისუფლება ჩვენს საზოგადოებას ყოველდღიურად უწყობს სხვადასხვა სახის რუსულ დივერსიას, რაც პირდაპირ შედის რუსეთის, ჩვენი მტრის ინტერესებში. ამით კიდევ ერთად დასტურდება, რომ "ოცნება" ემსახურება პუტინის რუსეთის და არა ქართველი ხალხის ინტერესებს, რომელსაც აქვს პირდაპირ მოთხოვნა, რომ ხელისუფლება იცავდეს ჩვენს სუვერენიტეტს და ღირსებას, მაგრამ ეს ხელისუფლება აკეთებს ამის საპირისპიროს".- ამბობს "ლელოს" წევრი საბა ბუაძე.

"ასტორია გრანდე" ბათუმში 31 ივლისს გამთენიისას 6 საათზე ამჯერად "ვარსკვლავური კრუიზით" ჩამოვა. ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი, ასევე არტისტები დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი და ტესტოსტერონი - ეს ის ადამაინები არიან, ვინც ლაინერზე სხვა რუსებტან ერთად იქნებიან.

22 ივლისს სოჭის პორტიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი Astoria Grande ბათუმის პორტში 28 ივლისს, დილის 5 სააათზე შემოვიდა.

კრუიზიდან ჩამოსულმა რუსეთის მოქალაქეებმა მედიასთან კომენტარი გააკეთეს. ისინი ამტკიცებენ, რომ რუსეთი "ოკუპანტი არაა" და "საქართველო რუსეთის რაღაც რესპუბლიკა" იყო.

ამ ფაქტის შემდეგ ქუჩაში გამოვიდნენ  სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკოსები და უბრალო მოქალაქეები.  

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი შეასრულეს. მათ ჰქონდათ ბანერები, ფრაზებით "რუსეთი გვართმევს სამშობლოს, გვართმევს სიცოცხლეს, გვართმევს მომავალს". 

მსგავსი სიახლეები