როინ შავაძის მკვლელობა - რიგითი სეპცრაზმელები ციხეში, ადამიანები, კი ვინც საქმე გააყალბა უვადო მოსამართლეების პოსტზე

29.07.23 11:35
როინ შავაძის მკვლელობა - რიგითი სეპცრაზმელები ციხეში, ადამიანები, კი ვინც საქმე გააყალბა უვადო მოსამართლეების პოსტზე

რიგითი სეპცრაზმელები ციხეში, ადამიანები, კი ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოკლული სერჟანტის, როინ შავაძის მკველობის საქმე გააყალბა „ქართული ოცნების„ რიგებში და უვადო მოსამართლეების პოსტზე.

ვასილ როინიშვილი, რომელიც ჯარისკაცის მკვლელობის დროს აჭარის საოლქო პროკურორი იყო და გამოძიების ინფორმაციით, საქმის ფალსიფიცირება მოახდინა, დღეს უვადო მოსამართლეა. რესან კონცელიძე კი მაშინ საქმეს იძიებდა, ახლა კი "ოცნების" დეპუტატი და აჭარის ხელისუფლების დასაყრდენია.

შავაძის საქმეზე პროკურატურამ ხელბორკილები დაადო მხოლოდ 8 პირს,  მათ აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღის განმავლობაში იმსჯელებს, ორზე კი რამდენიმე საათში ოფიციალური ძებნა გამოცხადდება.

დაცვის მხარე ამბობს, რომ ეს სპეცრაზმელების წინააღმდეგ წარმოებული დევნაა.

ეს არის სპეცრაზმელების წინააღმდეგ წარმოებული დევნა. ეს ბიჭები, ვინც დაჭერილები არიან, აგვისტოს ომში ომის შესაკავებლად იბრძიოდნენ და თავის სიცოცხლეს დებდნენ საქართველოს ინტერესებისთვის. მათ არავითარი დანაშაული არ ჩაუდენიათ და ამას ადასტურებს ის მარტივი გარემოება, რომ 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არაერთხელ იყვნენ დაბარებული საგამოძიებო სამსახურში დაბარებულები და მათ ჩვენებს ფატქობრივად იზიარებდა პროკურატურა. დევნა არ დაწყებულა არცერთი პირის მიმართ. არანაირი დანაშაული არ ცაუდენიათ, შესაბამისად, ხაზის გაგრძელდება ბრალდებულტა თვალსაზრისით სამართლებრივად სრულიად დაუსაბუთებელი იქნება. სრულიად უკანონო და გამოგონილი". - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.

როინ შავაძის ოჯახი კი ამბობს, რომ საქმეში, მტკიცებულებების გამყალბებელთა საკითხი არ დამდგარა და ხელისუფლებამ რამდენიმე პირს ხელი დააფარა.

ვინც იყო უშუალოდ შემკვეთი და ორგანიზატორი ამ მკვლელობის მათი რაოდენობა გაიზრდება. საქმეში მტკიცებულებების გამყალბებელთა საკითხიც უნდა დამდგარიყო, თუმცა რატომღაც არ დადგა. ხანდაზმულობის ვადა გავიდა, რამაც გამოიწვია რამდენიმე ადამიანის პასუხისმგებლობისგან არიდება და ამას ხელი შეუწყო რეალურად ხელისუფლების და პროკურატურის უმოქმედობამ. ხელისუფლების კეთილი ნება რომ ყოფილიყო, ბუნებრივია, ბევრი ადამაინის პასუხისმგებლობის საკითხი დადგებოდა. სტრასბურგის სასამართლომ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ამ საქმესტან დაკავშირებით იყო აშკარად დანაშაულის ნიშნები და უნდა დასჯილიყვნენ დამნაშავეები". - ამბობს ოჯახი.

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო, დაკავებულია 8 პირი,  ხოლო 2 პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

ეს საქმე პროკურატურამ მეორედ ევროსასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გამოიძია. სტრასბურგმა ყოფილი ჯარისკაცის მკვლელობის საქმეზე სიცოცხლის უფლების ხელყოფა დაადგინა.

როინ შავაძე 2008 წელს ჯერ ჯაშუშობის ბრალდებით დააკვეს, შემდეგ კი პროკურატურის ვერსიით, მაშინდელი კუდის თანაშრომლებმა სავატომობილო გზაზე ჩაცხრილეს. 

მსგავსი სიახლეები