"ოცნებას" საკუთარ მოსახლეობასთან ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული, აქ კომპრომისები არ იქნება - გახარია

29.07.23 12:21
"ოცნებას" საკუთარ მოსახლეობასთან ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული, აქ კომპრომისები არ იქნება - გახარია

"ოცნებას" საკუთარ მოსახლეობასთან ჰიბრიდული ომი აქვს გამოცხადებული, აქ კომპრომისები არ იქნება - ამის შესახებ პარტია "საქართველსოთვის" იდერმა გიორგი გახარიმა განაცხადა.

ყოფილმა პრემიერი ამბობს, რომ ევროპული ინტეგრაციის პროცესის გზაზე მმართველი გუნდი ძალაუფლების შესანარჩუნებლად ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს.

გახარიას ხაზგასმით აცხადებს, რომ 2008 წელს ქვეყანამ, თითოეუქლი დაღუპული გმირის სისხლით გადაიხადა იმისთვის, რომ საქართველო იყოს ევროკავშირში და იყოს ნატოს წევრობის პირველი კანდიდატი.

ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, დღეს რომ დაიწყოს ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესი, ამას დაჭირდება მინიმუმ 10-15 წელი. ეს ჩვენს შვილებს ეხება. ფაქტობრივად ჩათვალეთ, რომ ოცნება დღეს, იმისთვის რომ ძალაუფლება შეინარჩუნოს ჩვენი შვილის მომავლით ვაჭრობს, იმათ პერსპექტივას ცვლის თავიანთ მათ დღევანდელ სავარძლებში და კაბინეტებში. ოცნებამ საკუთარ მოსახლეობას ჰიბრიდული ომი გამოუცხადა. ვიღაც რომ გვეუბნება ხოლმე -  ომი გინდათ? ჯერ-ჯერობით ღიმილით სახეზე მინდა შევახსენო, რომ საქართველოს ამ ომის ფასი ევროპული ინტეგრაციისთვის უკვე გადახდილი აქვს და 2008 წელს თითოეული სიცოცხლე, რომელიც ამ ქვეყანამ და ამ ხალხმა გადაიხადა, გადაიხადა იმისთვის, რომ დღეს საქართველო იყოს ევროკავშირში ყველაზე პერსპექტიული პირველი ქვეყანა და ნატოს წევრობის პირველი კანდიდატი და ესენი ახლა რასაც აკეთებენ, იმ დაღუპული ქართველი ჯარისკაცების და ახალგაზრდების სიცოცხლეს აუფასურებენ, ჰაერს ატანენ. ვინ მისცათ მათ ამის უფლება? ომით ევროპული ოჯახის წევრობის ფასი ამ ქვეყანამ უკვე გადაიხადა და ეს ყველამ კარგად იცის ევროპაშიც და ევროპის გარეთაც.

ხვალ და ზეგ, მოლდოვა რომ გახდება ევროკავშირის და ნატოს სრულფასოვანი წევრი ყველანაირი ომის გარეშე და ეს წევრობა რომ მოლდოვას მისცემს შესაძლებლობას სახელმწიფოებრივი განვითარების და ტერიტორიული აღდგენის, აი მერე რას იტყვიან? ქვეყნისთვის არის მთავარი მშვიდობა, იმიტომ რომ გრძლევადიანი მშვიდობის მომტანი ამ ქვეყანაში არის მხოლოდამხოლოდ ქვეყნის ევროპული, ღირსეული, დემოკრატიული, სამართლიანი მომავალი. გრძელვადიანი მშვიდობის მომტანი ის, რასაც ესენი აკეთებენ, ტოვებენ ამ ქვეყანას მარტო პირისპირ რუსეთთან, ვერ იქნება მშვიდობის მომტანი. აქ კომპრომისები არ იქნება. ეს არც გაფრთხილებაა, არც მუქარა. ეს ობიექტური რეალობაა".- აცხადებს გახარია.

 

 

 

მსგავსი სიახლეები